მე ნიაკო ვარ, 23 წლის. სწავლა დავამთავრე ახლა ვმუშაობ ბანკში, ეს არც ისეთი საჩემო სამსახურია, მაინცდამაინც არ მიზიდავს მაგრამ სხვადასხვა გარემოებებიდან გამომდინარე მიწევს მუშაობა. მყავს შეყვარებული კარლო <3 ის ერთადერთი ადამიანია ვინც მიხალისებს და მილამაზებს ცხოვრებას( რაღათქმაუნდა ოჯახის გარდა).. ჩემი ჰობია ცეკვა, განსაკუთრებით ქართული ცეკვები. მუსიკას რომ გავიგებ და მითუმეტეს ვინმე თუ ცეკვავს გული მიჩქარდება =) მართლა ;) ვცეკვავ მეც მაგრამ არც ისე კარგად ვიცი, მინდა რომ ვიარო სამოყვარულო წრეებზე მაგრამ სამწუხაროდ დროა რ მიწყობს ხელს :/ ასევე მიყვარს სხვადასხვა ნივთების შექმნა დეკორაცია, კერვა. მიყვარს ბლოგები ჩანახატები მაგრამ სამწუხაროდ არც ისე კარგად გამომდის წერა, ან შეიძლება კიდევაც გამომდის და იმიტომ ვერ ვწერდი გულიდან წამოსულ სიტყვებს რომ არ მინოდა ვინმეს ენახა. ამიტომ მიწევდა ყველაფერზე ზედაპირულად საუბარი. ახლა კი როცა ეს ბლოგი მაქვს ყველაფერს დავწერ ისე როგორც არის, დავწერ იმ უთქმელ სიტყვებს რომლის მოყოლასაც ვერავისთან ვბედავ.
მიყვარს ყვავილები, ფერად-ფერადი მინდვრის ყვავილები <3
მიყვარს ყვავილები, ფერად-ფერადი მინდვრის ყვავილები <3
ერთი უბრალო ბავშური გოგო ვარ, ცოტა ჯიუტი, მუდამ მომღიმარი მაგრამ სევდიანი. ვერასოდეს ვამბობ იმას რაზეც ვნერვიულობ და ალბათ ამიტომ არის ამხელა სევდა ჩემში. მეგობრებში არ მიმართლებს ან ალბათ მე ვარ ისეთი რომ ვერასოდეს ვერავის ვეწყობი. დაქალებიკი არ მყავს ვისაც ყველაფერს მოვუყვები ჩემზე, თუმცა მყავს ახლო მეგობრები რომლებიც ჩემს გვერდით არიან. ალბათ დისტანციაა საჭირო ადამიანებთან რომ ერთ დღეს რამე პრობლემა არ შეგექმნათ და არ დაკარგოთ.ძალიან თბილი ვარ მინდა მუდამ ვეხუტებოდე მიყვარდეს ვიღიმოდე. მეუბნებიან რომ პოზიტიური ადამიანი ვარ მუდამ ვამხიარულებ ჩემს გარშემო მყოფებს მაგრამ როცა მარტო ვრჩები საკუთარ თავთან ვხვდები რომ რაღაც მაკლია, მუდამ მაკლია ის სიმშვიდე ბედნიერება რომელიც მართლა გამაბედნიერებს და ეს სილაღე იქნება გულიდან წამოსული.
მიხარია რომ შემიძლია ჩემს შესახებ მოგიყვეთ თქვენ და ვინმე მაინც თუ წაიკითხავს ამას უბრალოდ მეცოდინება რომ ჩემს შესახებ სიმართლე ვინმემ მაინც იცის.
მიყვარხართ ჩემო მკითხველებო <3
Комментариев нет:
Отправить комментарий