ეს ფილმები არის ჩემთვის გამორჩეული და ბევრის მთქმელი გირჩევთ თქვენც <3
უხილავი მხარე
აღწერა:
16 წლის, ახოვანი აფროამერიკელი მაიკლ ოჰერი უსახლკაროდ დარჩა.მას შეძლებული მემფისელი წყვილი \R\Nშეიფარებს. მაიკლი მნიშვნელოვნად წაიწევს წინ ამერიკის ეროვნულ ლიგაში ფეხბურთის სათამაშოდ.
სალი
აღწერა:2009 წელს 15 იანვარს მომხარ ამბავს "სასწაული ჰუძონზე " შეარქვეს. ამ დღეს რეისი კაპიტანმა ავარიული დაშვება განახორციელა მდინარე ჰუძონზე. 155 მგზავრიდან არც ერთი არ დაღუპულა. მიუხედავად ამისა, გამოძიება დაიწყო. კაპიტანი სალის რეპუტაციას და კარიერას საფრთხე ემუქრებოდა.

ჰაქსოუს გმირი/სინდისის ქენჯნა
აღწერა:აშშ-ს არმიის ექიმი, მეორე მსოფლიო ომის დროს, უარს ამბობს ადამიანების მოკვლაზე. იგი პირველი არასამხედროა, რომელმაც ღირსების მედალი მიიღო.

მოკავშირენი
აღწერა:1942 წელს ფრანგ-კანადელ ჯაშუშ მაქსს შეუყვარდა და ცოლად მოიყვანა ფრანგი აგენტი მერიანი, კასაბლანკაში მისიის შემდეგ. მაქსი გაიგებს რომ მერიანი ნაცისტების ჯაშუშია და იწყებს მის თვალთვალს.
ცხოვრება მშვენიერია
აღწერა:
მეორე მსოფლიო ომის დროს, იტალიაში, საკონცენტრაციო ბანაკში აგზავნიან ებრაელ მამა-შვილს. როგორ დაიცვას მამამ, პატარა შვილი, სასტიკი ომის რეალობისგან. ის მთელ თავის წარმოსახვის უნარს იყენებს იმისათვის, რათა დაიცვას საყვარელი ადამიანები. ბანაკში მამა ეუბნება შვილს, რომ ყველაფერი ეს დიდი თამაშია და მთავარი პრიზი შეხვდება იმ ბიჭს, რომელიც შეძლებს და თვალში არ მოხვდება ზედამხედველებს. მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რათა ბიჭუნას დაეჯერებინა მისი ამბავი და ცოცხალი გადარჩენილიყო.
ჩემი მიწა
აღწერა:
1945 წლის მაისი. დანია ნელნელა ფხიზლდება გერმანიის ოკუპაციის შემდეგ, მაგრამ მთლიანად დასავლეთ სანაპირო დანაღმულია - ეს სიურპრიზია მოკავშირე არმიასთვის. სამხედრო სარდლობის გადაწყვეტილებით, განაღმვა მოხდება სამხედრო ტყვეების მეშვეობით. სერჟანტ რასმუსენს კატეგორიულად არ უმართლებს. მის დაქვემდებარებაში ძალიან ახალგაზრდა გერმანელი ჯარისკაცებია, ბიჭები, რომლებიც ცოტა ხნის წინ ერთმანეთისგან იწერდნენ საკონტროლოზე
შინდლერის სია
აღწერა:
ფილმში აღწერილი მოვლენები ოსკარ შინდლერის თვალითაა დანახული. შინდლერმა თავის ქარხანაში მომუშავე ათასზე მეტი ებრაელის სიცოცხლე იხსნა ნაცისტებისგან.
პიანისტი
აღწერა:
რომან პოლანსკის ფილმი "პიანისტი" ვლადისლავ შპილმანის ბიოგრაფიის ეკრანიზაციაა. ებრაელ-პოლონელი პიანისტი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ცხოვრობდა და იმალებოდა ვარშავაში და სასწაულებრივად გადარჩა.
Комментариев нет:
Отправить комментарий